ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ შევიტყვეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტში მიზნებს .შევიმუშავეთ შეფასების სტრატეგიები.განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისას,ასევე განვიხილეთ თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.
პროექტებით სწავლება ! ნათია ჯოჯუა
Thursday, November 22, 2018
Sunday, November 11, 2018
Saturday, November 10, 2018
დღევანდელ დღეს ჩვენ გავეცანით თუ რატომ არის მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ნაშრომები და რაში ეხმარება ეს მოსწავლესა თუ მასწავლებელს!
პროექტზე მუშაობისას მასწავლებლებმა უნდა შეიმუშავონ სტრატეგიები რომლის მუიხედვითაც მოსწავლეები შეეჩვევიან პროექტზე მუშაობას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მასში.მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ინსტრუმენტები რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაონ პროექტზე.მასწავლებელმა უნდა შეძლოს სწორად მისცე ს მათ მითითებები,მაგალითად:თუ როგორ მოამზადონ პრეზენტაცია,როგორ გააკეთონ ნახევარ-გაზეთი,ბუკლეტები,ესეები,კვლევები,ჩეკლისტები და ა.შ
პროექტზე მუშაობისას მასწავლებლებმა უნდა შეიმუშავონ სტრატეგიები რომლის მუიხედვითაც მოსწავლეები შეეჩვევიან პროექტზე მუშაობას და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მასში.მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ინსტრუმენტები რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაონ პროექტზე.მასწავლებელმა უნდა შეძლოს სწორად მისცე ს მათ მითითებები,მაგალითად:თუ როგორ მოამზადონ პრეზენტაცია,როგორ გააკეთონ ნახევარ-გაზეთი,ბუკლეტები,ესეები,კვლევები,ჩეკლისტები და ა.შ
Sunday, November 4, 2018
უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი
და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს სარგებელი მოაქვს მისთვის,
ვინც გასცემს და მათთვისაც ვინც იღებს მას. უკუკავშირის პროცესში მოსწავლეები უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.
უკუკავშირის სახეებია:
- უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღება
- ნეიტრალური განცხადებების გაკეთება
- რჩევების მიცემა
უკუკავშირის გამოყენება მეტად სასარგებლო და მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში!სწორედ მისი მეშვეობით ხდება არამარტო ბავშვებში, არამედ კოლეგებს შორისაც ურთიერთკავშირის დამყარება.
Saturday, November 3, 2018
შეფასების სტრატეგიები მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. მთელი წლის მანძილზე სწორედ ამ სტრადეგიებითა და შეფასების რუბრიკით ხდება მოსწავლისა და მასწავლებლის შედეგების დაფიქსირება .თითოეული სტრატეგია უნიკალურ მეთოდს და ინსტრუმენტს ითვალისწინებს ,რომლებიც გვეხმარება მრავალი პროექტის დაგეგმვასა და სხვადასხვა სახის გონისძიების ჩატარებაში . გვაქვს ძირითადი 5 სტრატეგია ,ესენია:
- .მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საჭიროებების შეფასების სტრატეგიები
- წახალისების, თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის უნარის შესაფასებელი სტრატეგიები
- პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები
- სტრატეგიები გაგების შემოწმებისა და მეტაშემეცნების წახალისებისათვის
- გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მათი განსხვავებული მიზნების, სტრუქტურისა და შედეგების გამოყენების გააზრება.სწორედ ეს სტრადტეგიები გვეხმარება ჩვენს მიერ დასახული ჩანაფიქრის განხორციელებაში.
Saturday, October 27, 2018
რატომ გვჭირდება მიზნები პროექტის დაგეგმვისას?
რაში დაგვეხმარება მიმართულების მომცემი კითხვები?
რაში დაგვეხმარება მიმართულების მომცემი კითხვები?
- მიზნები უნდა აღწერდეს, თუ რა გსურთ, რომ მოსწავლეებმა გაიგონ და გამოიყენონ
- მიზნები უნდა მოიაზრებდეს მოსწავლის მიერ საკითხის არსის წვდომას, მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებით
- თემაზე მუშაობის განმავლობაში, მიზნები უნდა იძლეოდეს დაკვირვებისა და შეფასების საშუალებას
- მიმართულების მიმცემი კითხვები ხელს უწყობს სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. მოსწავლეებში კი ამ კითხვების გამოყენება ხელს უწყობს სააზროვნო პროცესების განვითარებას.
Sunday, October 21, 2018
პროექტებით სწავლება მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია დღევანდელ თანამედროვეობაში. მე ვთვლი ,რომ ეს პროექტი დამეხმარება ჩემს პირად პროფესიულ წინსვლაში. ასევე ,მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც ,რომ ეს აქტივობა მოსწავლეებს ჩამუყალიბებს მრავალ დადებითი უნარ-ჩვევებს. მაგალითად ,როგორიცაა:
- შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
- კომუნიკაცია და შემოქმედითობა,ურთიერთთანამშრომლობა
- მოქნილობა და ადაპტაცია
- სოციალური და კულტურული აქტივობები
- ლიდერობა და პასუხისმგებლობა.
ვიმედოვნებ,რომ ამ პროექტის საშუალებით მეც და ჩემი მოსწავლეებიც გავალთ შედეგზე და დიდ წარმატებებს მივაღწევთ.
Subscribe to:
Posts (Atom)